მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ჟენევის მოლაპარაკებების მე–17 რაუნდი 4 ოქტომბერს გაიმართება

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-17 რაუნდი 4 ოქტომბერს შედგება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება რუსეთის მხრიდან და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება იქნება ის მთავარი თემა, რომელსაც ქართული მხარე 4 ოქტომბერს , მოლაპარაკებების მე-17 რაუნდზე დააყენებს.