დღეს,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კომპანია „ნიკორა"-ს ფინანსური მხარდაჭერით, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მთავარი მიზანი დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოვლენა გახლავთ.
დევნილებს „ნიკორას" პროდუქციის სასაჩუქრე კალათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია „ნიკორას" წარმომადგენლებმა გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზურმა ოჯახებმა აფხაზეთი, საკუთარი ნებით, სამი წლის წინ დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.