მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია საქართველოს მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ულოცავს

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ვიზა- ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. მეამაყება, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროპარლამენტის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ეს დიდი გამარჯვებაა, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს ახალგაზრდობაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სიკეთით ისარგებლებს აფხაზეთის მოსახლეობაც.

კიდევ ერთხელ ვულოცავ უკლებლივ ყველას ამ დიად გამარჯვებას.