მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების წარმომადგენლები წყნეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებები: გურამიშვილის ქ. №2;  გურამიშვილის ქ. №18;  გურამიშვილის ქ. №31; სააკაძის ქ. № 22; შპს. „წყნეთი"-ის ბაზის სასადილო;   გურამიშვილის ქუჩაზე საქჰიდროენერგომშენის №1 და №2 კორპუსი. ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ  ჯულიეტა კვარაცხელიას ოჯახში.

სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაცია სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. დევნილებს ინფორმაცია მიეწოდათ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების შესახებ, ასევე ამ პროგრამებით და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი"-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.