კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და კავშირი-ასოციაცია „აგორა"-ს მხარდაჭერით პროექტის „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა" ფარგლებში განხორციელდა 500 კვ.მ სათბურის ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება.
სსიპ „ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" თანამშრომლებმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ჯანსაღი კოლხური ბზის კორომებიდან კალმების აღება დაიწყეს, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ამავე სააგენტოს გარემოს სამმართველოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს კალმების ჩარგვა.
ამ ეტაპზე დამზადებულია და ჩარგულია 15 000 კალამი, სულ იგეგმება 30000 ნერგის გამოყვანა.
რუხის სანერგე მეურნეობის მშენებლობა, რომელიც 480 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, აპრილის თვეში დაიწყო. პროექტის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები „აგორა" და „სენი".