იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ვახტანგ ყოლბაია შეხვდა ვეტერანებსა და ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს. მათ ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხონის თეატრში გამართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღის" სპექტაკლს „გამარჯობა სოხუმო" დაესწრო.