მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ისნის რაიონში ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, ისნის რაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბესიკ გეთიას ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ბესიკ გეთია აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან 23-ე ბრიგადის მოტომსროლელ ბატალიონში ირიცხებოდა. მან განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტს გუმისთის მიდამოებში წარმოებულ ბრძოლებში. დაიღუპა სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მებრძოლის გათავისუფლების ოპერაციის დროს. ბესიკ გეთია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის".