გალერეა „Black & White"-ში ვაჩე რაინდელის პერსონალური ფოტოგამოფენა სახელწოდებით „დასაბრუნებელი ტერიტორიები" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ტრაპიზონის, ტაო-კლარჯეთის, ლორესა და ჰერეთის შესახებ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.