მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს. საარსებო წყაროების შექმნის მიზნით ცენტრი „აფხაზეთი" ითანამშრომლებს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთან, ხოლო თავის მხრივ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი მოახდენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა სოციალურად დაუცველი პირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განსახორცილებელი პროექტების 0.1 ჰა სასათბურე კონსტრუქციით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს უფროსი ჯუმბერ ბოიკო, სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს გარემოს სამმართველოს უფროსი მარინე ზუხბაია და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" პროექტების მენეჯერები თეა კაჭარავა და დავით გუჩუა ესწრებოდა.