აფხაზეთის მთვარობის ინიციატივით, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ უნარშეზღუდულ და ობოლ ბავშვებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა.
100-მდე დევნილი ბავშვისთვის ჯამბაზებმა სპეციალური გასართობი პროგრამა დადგეს. თოვლის ბაბუამ პატარებს დამდეგი შობა -ახალ წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
პატარებს ასევე პარტნიორი კომპანიების ,,დიპლომატ ჯორჯია'', ,,ჰუმანა''; ,,ბარამბო'', ,,ტკბილი ქვეყანა'', ,,მეგაკო'', ,,პოპული''-სა და,,სუპერის'' მიერ მიწოდებული ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.