მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომის ვეტერანების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ამ გამოცემაში მაქსიმალურად მოხდება ინფორმაციის დახვეწა და წინა გამოცემებში შესული ინფორმაცია შეივსება ახალი გვარებითა და მონაცემებით.

შეხვედრაში  მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, ყოფილი სამხედრო საველე მეთაურები და შენაერთების ხელმძღვანელები.