მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

"ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის" საქართველოს ოფისში საინფორმაციო სააგენტო "აქცენტის" ორგანიზებითა და ფონდის მხარდაჭერით რიგით მეორე მრგვალი მაგიდა ჩატარდა თემაზე "ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია: თბილისი, სოხუმი, ცხინვალი". ღონისძიების მსვლელობისას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე ექსპერტებმა ამ მიმართულებით სადღეისოდ არსებულ გამოწვევებზე და კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაიამ  მიიღო მონაწილეობა.