მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში დევნილ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, თბილისში, ყოფილი 164-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ 34 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სადღესასწაულო ნობათი გადაეცა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია ესწრებოდნენ.

საქველმოქმედო აქცია მეოთხე წელია იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.