მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოხსენება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის  ძირითად მიმართულებებზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გააკეთა. ასევე, კულტურის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ ისაუბრა.

ანგარიშის ბოლოს საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა" და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აფხაზურ ენოვანი სპექტაკლით წარსდგნენ.