მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს მარუსია ჩიქოვანს 100 წლის  იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ქალბატონი მარუსია აფხაზეთში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იგი გახლდათ ოჩამჩირისა და ახალი კინდღის საშუალო სკოლის დირექტორი, ხოლო 1962-1987 წლებში სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. მარუსია ჩიქოვანი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა და დაჯილდოებულია ქების სიგელებითა და მედლებით.

ვახტანგ ყოლბაიამ მარუსია ჩიქოვანს დღეგრძელობა და საქართველოს ძირძველ მიწა-წყალზე, აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.