აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლურ და გაცნობით ხასიათს ატარებდა.
უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უკრინის საელჩოსთან გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.