აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში გამართულ თემატური გამოფენის ,,საქართველოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები" დახურვას დაესწრნენ.
მოზარდებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში დაცული ქართველი ემიგრანტების (ნოე ჟორდანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გრიგოლ რობაქიძე და სხვ.) პირადი საარქივო მასალა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სხვა საგამოფენო ექსპონატები. ასევე მათ შესაძლებლობა მიეცათ ისტორიული პარალელები გაევლოთ 2008 წლის აგვისტოსა და 1921 წლის მოვლენებს შორის.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში გამართულ გამოფენას აფხაზეთის საჯარო სკოლების, მათ შორის ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან გადმოსული 100-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყოველწლიურად უერთდება ,,წითელი ყაყაჩოების" აქციას, რომელიც ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში ტარდება.