მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა, კონკრეტულად კი ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

მისი თქმით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუფარავად ირღვევა ადამიანის ყველა უფლება. საოკუპაციო რეჟიმი ბოლო წლებში განსაკუთრებულად არღვევს ქართველთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. "ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ყველა ნორმა, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში, გაეროს საერთაშორისო პაქტებში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში".

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი 31 სკოლის მდგომარეობაზე, რომელთაგან თითქმის ყველა სკოლა რუსულ სწავლებაზეა იძულებით გადაყვანილი. „აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იქ დარჩენილი და დაბრუნებული მოსახლეობის მოთხოვნისა, ცდილობს რეგიონიდან გააძევოს ქართული ენა თავისი უნიკალური დამწერლობით. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენა და მისი მატარებელი ხალხი კანონგარეშეა გამოცხადებული.

მიზანმიმართულად იცვლება და იშლება ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ეთნო-ლინგვისტური, საუკუნეების მაბნძილზე შექნილი ერთობლივი სულიერი თუ მატერიალური ფასეულობები.

დღეისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მთლიანად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება. 
განადგურებულია ქართული სკოლები, ქართული წიოგნები და დოკუმენტები.

იკრძალება ქართულ ენაზერ მიწერ-მოწერა, საუბრები, სიმღერის ცოცხალი შესრულებაც კი, აფხაზები ყველა გზით ცდილობენ ქართული კვალის წაშლას, ამ მიზნით ანადგურებენ ქართული ეპიგრაფიკული კულტურის ძეგლებს.

საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთში ხორციელედება წარმოადგენს კრემლის ანექსიონისტური პოლიტიკის ნაწილს. რომლის მიზანია საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა დამაკავშირებელი ხიდის დანგრევა. გალის რაიონის მოსახლეობის ჯერ დისკრიმინაცია და დროთა განმავლობაში სრული რუსიფიკაცია ან აფხაზეთის ტერიტორიიდან ეტაპობრივი განდევნა.

განათლების სფეროს რუსიფიკაციის პროცესი შეიძლება შეფასდეს, როგორც გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩვეული პოლიტიკის სხვა ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელების მცდელობა. საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გატარებული ე.წ. რეფორმების შედეგად გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ქართული სკოლა უკვე არ არსებობს", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისი თქმით, მიუხედავად ასეთი ზეწოლისა და დისკრიმინაციისა, გალის რაიონის მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კარგი შედეგებით გამოირჩევიან.

„გასულ წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 347 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, აქედან 204 ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა და სხვადასხვა უმაღლესს სასწავლებელში 84 ახალგაზრდა ჩაირიცხა. გალის რაიონის სკოლადამთავრებულები, მიუხედავად იქ შემნილი მდგომარეობისა, მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას, წარმატებით მონაწილეობენ საგნობრივ ოლიმპიადებზზე და იღებენ მედლებს, რაც უპირველეს ყოვლისა, გალელი პედაგოგების თავდადებით, მათი პატრიოტიზმით, მაღალი პროფესიონალიზმით, მათი მხრიდან გმირობის ტოლფასი ქმედებებით გახდა შესაძლებელი. მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, მასში შემავალი გალის რაიონის რესურსცენტრი თავისი ეფეტქური მუშაობით, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ყიველდღიურ ყურაღებას აქცევს გალის რაიონის პრობლემებს".

მომხსენებელმა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის და საპარლამენტო კომიტეტების 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, მაგრამ დარჩენილია რეკომენდაციების ნაწილი, რომელთა შესრულების გარეშე 2016 წლის 19 აპრილს მიღებული დოკუმენტის მთავარი მიზანი ვერ იქნება მიღწეული. მომხსენებელმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მეტი ყურადღება გაამახვილოს შეუსრულებელ საერთაშორისო რეკომენდაციებზე, პირველ რიგში რეკომენდაციაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევის შესახებ და საკითხის დააყენოს ევროსაბჭოში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში. „კარგია, როცა ევროსაბჭო იხილავს საკითხს „კონფლიქტი საქართველოში", მაგრამ სულ სხვა შედეგი და რეზონანსი ექნება თუ ევროპის საბჭოში, მისი ხელმძღვანელი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტის სესიაზე ან საპარლამენტო ასამბლეაზე მოხდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზოგადად ადამიანის უფლებების, ან კონკრეტულად განათლების და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხის დაყენება. ამას ყურადღება უნდა მაიქციოს ასევე პარლამენტმაც, საურველი რეზოლუციის მიღებისას. ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. ამით არა მხოლოდ დარტყმას მივაყენებთ ოკუპანტებს, არამედ ადგილობრივ მოსახელობასაც გავამხნევებთ და იმედს ჩავუსახავთ", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მან მიმოიხილა სამინისტროებსა და უწყებებზე დაკისრებული რეკომენდაციების შესრულების საკითხი და განაცხადა, რომ ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაა გალის რაიონის მოსახლეობისთვის ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხში.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა შეკითხვები დასვეს.

დეპუტატთა ნაწილმა მოითხოვა, რომ სხდომა დახურულიყო, რადგან აქ წამოჭრილ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში არ იქნებოდა სასურველი პირდაპირ ეთერში საუბარი. აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის მიუხედავად, გაერთიანებული სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღეს და გადაწყდა, რომ აქტუალობიდან გამომდინარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.