მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

ზუგდიდში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აგრეთვე, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კლასის მოსწავლეებს სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ბზის 50 ნერგი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლები სწარდგინებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.