აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა"-ს კონგრეს-ჰოლში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდნენ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან-ოფიცერთა კავშირის ანსამბლი „მშვიდობა", მომღერლები ირმა სოხაძე, ინგა ბერაძე, გიგი გეგელაშვილი და თაკო ოქროპირიძე.
ვეტერანებს მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქრისტინე ჩაჩუამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
„ვეტერანების დღე" 2014 წლის 17 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით დაწესდა.