აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში აფხაზეთის თასისა და გურამ გაბესკირიას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.
აფხაზეთის თასის ფინალში „საბურთალო" და „ნორჩი დინამო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული საბურთალოს გუნდი გახდა.
გურამ გაბესკირიას ტურნირის ფინალში „საბურთალოსა" და „ლომებს" შორის გამართულ მატჩში გამარჯვება „საბურთალომ" მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ დააჯილდოვეს.
აფხაზეთის თასზე 2007 წელს დაბადებული მოზარდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო გურამ გაბესკირიას სახელობის ტურნირზე კი 2005 წელს დაბადებულთა 8 გუნდი.