მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერია ბასარია ესწრებოდა.

თავმჯდომარემ სლოვაკ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში აზიური ფაროსანას მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შედეგებზე. ისაუბრეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებსა და შესაძლო ერთობლივი პროექტებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აგრეთვე ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებისთვის სლოვაკეთის რესპუბლიკაში ტრეინინგების ჩატარების შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ სლოვაკეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.