აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია „გენი ქართულისა" და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ორგანიზებით კლინიკაში „ბაზი" აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია „ყველა ბავშვს სრულფასოვანი კვება" გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი იმყოფებოდნენ.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სრულფასოვანი კვება და მოვლის საშუალებები გადაეცათ. ბავშვების მშობლებმა, ასევე, ექიმ პედიატრ-ნუტრიციოლოგისაგან უფასო კონსულტაციები მიიღეს.