აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „ენა, მამული, სარწმუნოება" გაიმართა.
საღამოზე ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თბილისის 2017 წლის საპატიო მოქალაქემ, ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ ისაუბრა.
ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიისა და პრემია "საგურამოს" ლაურეატის პოეტ გენო კალანდიას კრებულს „საგალობლები უფლისთვის" წარადგინა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი რევაზ თავაძე და პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი მონაწილეობდნენ.