აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ოფიცერ დიანა ზარემბიენეს, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველ მარუნე კუბილიუტესა და ლიტვის რესპუბლიკის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შეხვდნენ.
შეხვედერაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ქრონოლოგიური ინფორმაცია აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენების შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის ქართული ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.