მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიებას აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

„გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელსაც 16-18 დეკემბერს ბათუმი მასპინძლობს. პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით ღებულობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ისინი ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.