მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია ,,კოდას“ სააღდგომო საჩუქარი დევნილებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მუხიანის I მ/რ-ის, 175-ე ბაგა-ბაღის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა და დევნილებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სააღდგომოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს კომპანია ,,კოდას" მიერ მოწოდებული სურსათი გადაეცათ.

გიორგი ბარამია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ პრობლემებსაც გაეცნო. აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 31 ოჯახია ჩასახლებული.

ბავშვებს ფონდის ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრები დაურიგდათ. სააღდგომო საჩუქრები  დევნილთათვის, ასევე, კომპანიებმა ,,ბარამბომ", ,,კოკა-კოლამ", ,,თელიანმა ველმა" და ,,ხარებამ" უზრუნველყო.