მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გადაცემა „აფხაზეთი“ ქართული ბრენდის ჯილდოს მფლობელი გახდა

საზოგადოებათან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში" ქართული ბრენდების დაჯილდოების რიგით მე-15 ცერემონია გაიმართა. ქართული ბრენდები 5 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდა: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, ბრენდ პერსონა და წარმატებული ტელეპროექტი.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის ქართული ბრენდის ჯილდოს მფლობელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადაცემა „აფხაზეთი" გახდა.

ქართული ბრენდის დაჯილდოება 15 წელია იმართება და მისი მიზანი ქართული ბრენდების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.