აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლილოს დასახლებაში მცხოვრები აფხაზები მოინახულეს.
მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და შ.პ.ს „ნიკორას", „გუდვილის" და „კუმისის" მიერ მოწოდებული სურსათი გადასცეს.
აღნიშნული კომპანიები პერმანენტულად თანამშრომლობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც მხარს დაუჭერენ.
ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზურმა ოჯახებმა ოკუპირებული აფხაზეთი 2009 წელს საკუთარი ნებით დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.