მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და კორპორაცია ,,BREEZE”-ს წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლეს და კორპორაცია ,,BREEZE"-ს ხელმძღვანელებს ბატონ კუმორს და იუსტინა ჩუდრის შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ხელმძღვანელი ალუ გამახარია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქმიანობაზე, განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა ,,სსიპ" - ების აქტიურ ჩართულობას სხვადასხა პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები გეგმავენ საქართველოში.

„შეხვედრა საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო, შედეგზე რომელიც მიზნად ისახავს წარმატებულ ბიზნეს პროექტებში დევნილი მოსახლეობის აქტივის გამოყენებას, რასაც მივესალმები და მომავალშიც მაქსიმალურად მხარს დავუჭერ" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.