მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია „ჰალო ტრასტის“ საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერ ირაკლი ჭითანავას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის" საქართველოში წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერ ირაკლი ჭითანავას შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთში „ჰალო ტრასტის" მიერ გაწეულ საქმიანობას. 1997 წლიდან  ორგანიზაციის მიერ  აფხაზეთის ტერიტორიაზე განადგურდა 90,363 სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა, გაიწმინდა 365 დანაღმული ველი, აღდგა 24 ხიდი, რამაც იქ მცხოვრებ ადამიანებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალება მისცა ხოლო დასუფთავებული ტერიტორიები გადაეცა ადგილობრივ მოსახლეობას.

„ეს არის უნიკალური პროექტი, ნდობის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როდესაც  ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები და აფხაზები ერთად ქმნიან უსაფრთხო გარემოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის" - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.