მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი ქალბატონების მშობიარობას დააფინანსებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი ქალბატონების მშობიარობას დააფინანსებს. ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლში სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის თავმჯდომარემ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები და ახალშობილები მოინახულა. გიორგი ბარამიამ მათ დედობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

გიორგი ბარამიასთან ერთად, სამშობიარო სახლს, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა სტუმრობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, 2012 წელს, 72 დევნილი ქალბატონის მშობიარობას დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლში ათმა დევნილმა ქალბატონმა უკვე იმშობიარა.