მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL“-ს შორის განახლებულ მემორანდუმს მოეწერა ხელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით ყოველწლიურად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები საზაფხულო არდადაგებს ესპანეთში ატარებენ.

2018 წლის 13 მარტს „FINSOL"-ის ოფისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და „FINSOL"-ის პრეზიდენტმა ხულიო გარსია კარპიომ განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარეს ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა.