მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოში ბრიტანული ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია „HALO Trust"-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით მათი საქმიანობის ამსახველი გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, „HALO Trust"-ის ევროპის რეგიონალური დირექტორი ნიკ სმარტი, „HALO Trust"-ის პროგრამის მენეჯერი საქართველოში ირაკლი ჭითანავა, „HALO Trust"-ის აფხაზეთის პროგრამის მენეჯერის მოადგილე ბელინდა ვაუზი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

„HALO Trust" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე 1997 წლიდან განაღმვით სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.