მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრა ხუთ სხვადასხვა  ჩასახლებაში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოისმინა მათი სოციალური პრობლემები. შეხვედრაზე იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამების ფარგლებში და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით.

შეხვედრზე დევნილებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური და ფულადი დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.

დევნილებთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.