აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით ფარიკაობაში ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში 2003-2005, 2006-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა.
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
სამდღიანი პაექრობის შედეგად ორთაბრძოლებში აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგ საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ: ალექსანდრე თავართქილაძე, ხმალი - ბიჭები (2006-2008 წ.წ.) - I ადგილი;; ლუკა ლომინაძე, ხმალი - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) - II ადგილი; ლუკა კაჭარავა, დაშნა - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) - II ადგილი; ნატალია ხარაიშვილი, რაპირა - გოგონები (2003-2005 წ.წ.) - III ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ტურნირზე დაწესებული იყო წარსულში წარმატებული მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები. ტურნირის გამარჯვებულებს თამაზ კაკულიას მეუღლემ ოჯახის სახელით საჩუქრები გადასცა.
ტურნირი 3-6 მაისს, თბილისში, სფფ -ის სპორტდარბაზში გაიმართა და მიზნად ისახავდა ფარიკაობის პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.