აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია, ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო ფაშიზმზე გამარჯვებისთვის. მინდა გამარჯვების დღე მივულოცო და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს. სამარადისო ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა მშვიდობისა და მომავლისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ვაკის პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.