აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა"-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს „ჭი-ტა"-ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დასაქმების ხელშეწყობას.
ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბულისკერია ესწრებოდნენ.