აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები" გაიმართა.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოხსენება მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს წარმომადგენელმა, ეკონომიკის დოქტორმა, თემურ გოგოხიამ წარადგინა.
შეხვედრაზე განიხილეს, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ,ოკუპირებული აფხაზეთში 2012-2017 წწ. არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად მაჩვენებლებზე და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე .
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის დოქტორები - ექსპერტები: მიხეილ ჯიბუტი, პაატა კაკაბაძე, იოსებ არჩვაძე, ვეფხვია გიორგაძე, ვახტაგ ჭარაია , იური პაპასქუა, დავით ჯალაღონია, გიორგი ბერულავა, ავთანდილ ხაზალია და დანიელ გახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, მურმან კვარაცხელია, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ხუფენია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო უფროსი გურამ მისაბიშვილი. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდენენ მომავალშიც გაარძელონ ერთობლივი მუშაობა ამ პრობლემატიკის ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.