აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ორგანიზებით, 8 -დან 15 წლამდე 20 დევნილი ბავშვისთვის ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის'' ახალ შენობაში საინტერესო ტური მოეწყო.
მოზარდებმა ტელეკომპანიის სხვადასხვა განყოფილება, საეთეროები, სტუდიები დაათვალიერეს და მოინახულეს ის ადგილები, სადაც მათთვის კარგად ცნობილი სატელევიზიო გადაცემები იქმნება.
ბავშვები გაეცნენ უახლეს სატელევიზიო ტექნოლოგიებს და დაათვალიერეს ულტრათანამედროვე, უნიკალური ვიდეოარქივი.
ტურის ბოლოს დევნილ ბავშვებს სამახსოვრო სუვენირები დაურიგდათ.