ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, პარლამენტში გამოფენა სახელწოდებით „ჩემი სახლი აფხაზეთში" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ასახული იყო ბავშვების წარმოდგენაში არსებული აფხაზეთი, რომელიც მათ საკუთარი თვალით არასოდეს უნახავთ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.
გამოფენა „ჩემი სახლი აფხაზეთში" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გახსნა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის მეორე საჯარო და ვოვა ვეკუას სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამოფენაში მონაწილეობისთვის.
პარლამენტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძემ მიმართეს. მათი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთთან ემოციური კავშირის შენარჩუნება.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადასცა.