პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი" ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბერის უღელტეხილი ურთულეს პირობებში ფეხით გაიარეს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პრაღას წიგნის ავტორი გურამ ოდიშარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ესტუმრნენ.
პრეზენტაციას ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჩეხი სტუმრები დაესწრნენ. ასევე, ჩეხი ეროვნების მომღერლებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა ჯგუფმა „ჰაერი" რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში წიგნი გამომცემლობა „Jonathan Livingston"-ში დაიბეჭდა, ხოლო გამოსაცემად სოსო მატკავამ მოამზადა.