მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ჟიული შარტავას უკანასკნელი დღეების ქრონიკის ამსახველ სპექტაკლის „დაბადების დღე“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულმა თეატრმა საქართველოს ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა გამართა.

მაყურებელმა ნინო სადღობელაშვილის პიესის „დაბადების დღე" მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს.

სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.