მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები დევნილებისთვის ქ.ფოთში

22-23 ივლისს, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. ფოთში ჩასახლებულ დევნილებს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ექიმთა ჯგუფმა ჩაატარა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრო.

დევნილებს ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის“ მიერ მიწოდებული მედიკამენტები გადაეცათ. აქციის ფარგლებში 2–წლამდე ასაკის ბავშვებს პირადი ჰიგიენის ნივთები დაურიგდათ. საჭიროებისამებრ,  ფოთის მერიამ  დევნილები მედიკამენტების შესაძენად 50 ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყო.