მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობა ავღანეთში ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცრის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. საქართველომ დაკარგა ღირსეული შვილი, შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელსაც არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული, როგორც "შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის", ასევე "საბრძოლო იარისა" და "სამშობლოსათვის თავდადებისთვის". მუხრან შუკვანი სამშობლოდან შორს ემსახურებოდა მშვიდობის დამყარებას, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.