მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გიორგი ბარამია ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა. გიორგი ბარამიამ შეხვედრა გამარათა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. შეხვედრაზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გიორგი ბარამიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესს ქართულ ენაზე ატარებენ.

დევნილმა მოსწავლეებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ქართული კულტურის ძეგლების დასათვალიერებლად ექსკურსიის დაფინანსება სთხოვეს. გიორგი ბარამიამ მოსწავლეებს პირობა მისცა, რომ მათთვის სპეციალური ექსკურსია მოეწყობა და ბავშვებს ქართული კულტურის ძეგლების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 300-მდე დევნილ ბავშვს საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილი სამარინელი"-ს საჩუქრებიც ჩაუტანა.