მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა. საკონსულტაციო საბჭოს დაფუძნების ინიციატორი აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროა. 

საკონსულტაციო საბჭოს მიზანი  სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმირება იქნება.
აფხაზეთის ეკონომიკის  მინისტრის, ნოდარ ჩხარტიშვილის განცხადებით,  საბჭო  ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებას.

„საკოორდინაციო საბჭოს მიზანია კერძო სექტორში  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ახლო მომავალში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს, კერძოდ,  არსებობს შემოთავაზებები და ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან პროექტების დასაფინანსებლად. ეს, თავისთავად გამოიწვევს სამუშაო ადგილების გაზრდას და ხელს შეუწყობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,"- განაცხადა ნოდარ ჩხარტიშვილმა. 

ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.