მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გიორგი ბარამია კახეთის რეგიონში ჩასახლებულ დევნილთა სამედიცინო გამოკვლევებს დაესწრო და გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და თელავში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.

,,სოფელ ბაკურციხეში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამ ობიექტში დაახლოებით 34 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ ვაპირებთ თელავის რაიონში ჩასახლებულ დევნილთა მონახულებას. შესაბამისად, მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ და მედიკამენტები გადაეცემათ,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

დევნილთა სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი, სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.  იძულებით გადაადგილებულ პირებს შ.პ.ს ,,ავერსი ფარმას" მიერ გამოყოფილი   მედიკამენტები გადაეცათ. კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა ჰუმანიტარული დახამრებაც მიიღეს.

გიორგი ბარამიამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივის ,,დარგე 12 ნერგის" ფარგლებში, დევნილებთან ერთად გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.