მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს ეწვია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აჭარის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს ეწვია. აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

აფხაზეთის მთავრობისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 400 ოჯახს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
გიორგი ბარამიამ დევნილებს მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.

,,გამოკვლევების შედეგად მსუბუქი დაავადებები გამოვლინდა, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება. სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ეტაპობრივად გაივლიან. საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო ჰოსპიტალიზაციას უზრუნველყოფს. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა სოციალური პროექტებიც, რომელთა განხორციელებას ახლო მომავალში ვგეგმავთ," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.