მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში „აფხაზური კულტურის საღამო“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, თბილისში „აფხაზური კულტურის საღამო" გაიმართა. ღონისძიება დღეს, ევროპის სახლში მოეწყო, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში, ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში ნუგზარ ანთელავას ქართულ-აფხაზური წიგნის „აფხაზური მითები და რიტუალები" პრეზენტაცია შედგა, რომელიც აფხაზი ხალხის მითოშემოქმედებისა და რიტუალური პრაქტიკის სალექსიკონო აღწერას წარმოადგენს. პარალელურად მოეწყო აფხაზი მხატვრის, ელდარ ქავშბაიას აფხაზური მითების თემაზე ექსკლუზიურად შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა.

„აფხაზური კულტურის საღამო" ახალგაზრდა აფხაზი დიზაინერის, თინა კიუტის მიერ აფხაზეთის ისტორიულ ქალაქებზე შექმნილი საღამოს კაბებისა და აფხაზეთის ქალაქებზე შექმნილი სლაიდ-შოუს ჩვენებით დასრულდა.